ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, სკანდალური ბიზნესმენის, ჯორჯ სოროსის შვილის, ალექსანდრ სოროსის თოჯინა უწოდა.

ილონ მასკმა პლატფორმა X -ზე ალექსანდრე სოროსის იმ განცხადების საპასუხოდ დაწერა, რომელშიც მან ჰარისს საუკეთესო და კვალიფიციური კანდიდატი უწოდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდერ სოროსს იმისთვის, რომ არავინ დატოვა გაურკვევლობაში მისი შემდეგი თოჯინის შესახებ", - წერს ილონ მასკი.