გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი  საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში დააკავეს.

„ოპოზიციური ხმების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმაა, რომელიც დღითიდღე ირღვევა. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული“, – წერს მარტა კოსი.