მაროკოდან სეუტაში გადასვლის მცდელობისას 111 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროს ცნობით, დაკავებულთა შორის აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული 109 მიგრანტი და მაროკოს ორი მოქალაქეა. ისინი მაროკოს ქალაქ ფნიდეკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც სოციალურ ქსელებში მასობრივი გადასვლისკენ მოწოდებები გავრცელდა.
ესპანური სააგენტოს ცნობით, მაროკოს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მიგრანტების დასაშლელად, რომლებიც საზღვრიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მდებარე ბორცვებზე იყვნენ შეკრებილები.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ათიათასობით მიგრანტმა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, მიგრანტების უმრავლესობა რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში მაროკოში დაბრუნდა. ამჟამად სეუტაში დაახლოებით 5 000 მიგრანტი იმყოფება.




