ევროპამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურა უნდა შეცვალოს - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რითაც ტრამპის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოთქმული მოსაზრება გაიმეორა.

მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა დავოსში დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის ვიდეო და დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ ხალხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ჩვენ ძლიერი მოკავშირეები გვინდა და არა სერიოზულად დასუსტებული. ევროპა უნდა ჩამოშორდეს კულტურას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს გაანადგურებენ", - წერს სახელმწიფო მდივანი.