NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ლიეტუვაში სამხედრო წვრთნების დროს გაუჩინარებული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაღუპულია, თუმცა, დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესახებ ვარშავაში ვიზიტით მყოფი რუტე ჟურნალისტებს ესაუბრა.
"ეს ჯერ კიდევ ახალი ცნობაა, ამიტომ დეტალების შესახებ არ ვიცით. ეს მართლაც საშინელი ამბავია და ჩვენი ფიქრები მათ ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებთანაა". - თქვა რუტემ.
მანამდე, აშშ-ს არმია აცხადებდა, რომ ლიეტუვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული სამხედრო მანქანა წყალში ჩაძირული იპოვეს და კვლავ მიმდინარეობდა გაუჩინარებული ჯარისკაცების ძებნა.
"ლიეტუვაში ნაპოვნია M88 Hercules-ის ტიპის ჯავშნიანი სამაშველო მანქანა, რომელსაც წვრთნების დროს ოთხი ამერიკელი სამხედრო მართავდა". - წერია აშშ-ს არმიის განცხადებაში.
როგორც AP წერს, აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით აღნიშნა, რომ ოთხი სამხედრო წვრთნის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.