დღეს, სამშაბათს, პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ეროვნული ფრონტის“ (FN) საპარლამენტო ასისტენტების საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 100 000 ევროს გადახდა დააკისრა.

მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენისა, წინასწარი მონაცემებით, ულტრამემარჯვენე ლიდერს პოლიტიკური უფლებები არ შეეზღუდება და მას შეეძლება საკუთარი კანდიდატურა 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგინოს.

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა თავისი გადაწყვეტილება სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე მიიღო. დღეს საღამოს, ტელეკომპანია TF1-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ის თავად იტყვის, ჩაებმება თუ არა ამ სასამართლო განაჩენის მიუხედავად საპრეზიდენტო რბოლაში.

როგორც ფრანგული მედია წერს, მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენისა, ლე პენმა შეძლო თავიდან აეცილებინა ყველაზე დიდი საფრთხე - პოლიტიკური უფლებების დაუყოვნებლივი ჩამორთმევა. მედია ამ გადაწყვეტილებას აფასებს როგორც “მწვანე შუქს” მისი 2027 წლის საპრეზიდენტო ამბიციებისთვის.

მიუხედავად ამისა, ფინანსური თვალსაზრისით, ეს განაჩენი „ეროვნული გაერთიანებისთვის“ ძალიან მძიმეა. 2 მილიონი ევროს ჯარიმა და წინა წლებში დაყადაღებული მილიონი ევროს საბოლოო კონფისკაცია პარტიის ბიუჯეტს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.