მსოფლიო ვიდრე მშვიდობაზე საუბრობს, რუსული ბალისტიკური რაკეტები კვლავ კიევს არტყამს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს და კიევზე რუსეთის ძალების მიერ გასულ ღამეს განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.
მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ ძლიერი ზეწოლა აიძულებს, რომ გაჩერდეს.
„რუსეთი მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას კიდევ უფრო მეტი ტერორითა და ნგრევით პასუხობს, რადგან მიიჩნევს, რომ შეუძლია, დაუსჯელად იმოქმედოს. რუსეთს მხოლოდ მძლავრი ზეწოლა აიძულებს, გაჩერდეს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.
ცნობისთვის, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. იერიშის შედეგად დაზიანდა ჩრდილოეთის ხიდი.
While the world talks about peace, Russian ballistic missiles again strike Kyiv. Russia answers peace efforts with more terror and destruction because it believes it can act with impunity. Only massive pressure will force Russia to stop. https://t.co/uxF9wSF0lh
— Margus Tsahkna (@Tsahkna) November 7, 2026




