პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც ხუთშაბათს საღამოს X-ზე გამოქვეყნდა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რითაც, ისრაელის მხრიდან ასეთი ნაბიჯისადმი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაადასტურა უკვე მიცემული დაპირება.
„დღეს აუცილებელია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პალესტინის ვიცე-პრეზიდენტი ჰუსეინ ალ-შეიხი მიესალმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი გადაწყვეტილება შეაფასა როგორც ტერორიზმის წამახალისებელი.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, 7 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ თელ-ავივის გვერდით პალესტინის სახელმწიფო აღიაროს. ასეთი ნაბიჯი ხელს უწყობს ტერორს და წარმოშობს ირანის კიდევ ერთი მარიონეტული სახელმწიფოს გაჩენის საფრთხეს, მსგავსად იმისა, როგორ ეს ღაზაში მოხდა. ასეთ პირობებში პალესტინის სახელმწიფო პლაცდარმი გახდება ისრაელის გასანადგურებლად და არა მასთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. ნათლად უნდა ვთქვათ: პალესტინელები არ მიილტვიან ისრაელის გვერდით სახელმწიფოს შექმნისკენ; ისინი მიილტვიან სახელმწიფოს ისრაელის ნაცვლად სახელმწიფოს შექმნისკენ“ - დაწერა X-ზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ჩვენმა კონსულმა იერუსალიმში დღეს პალესტინის ადმინისტრაციას გადასცა პრეზიდენტ მაკრონის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საფრანგეთი პალესტინას ოფიციალურად აღიარებს სექტემბერში. „რესპუბლიკის პრეზიდენტმა ეს ვალდებულება აიღო და მე ამ ვალდებულებას კიდევ ერთხელ დავადასტურებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამ ორშაბათს“, - წერს X-ზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო.
შეგახსენებთ, რომ „ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ პალესტინის დამოუკიდებლობა 10 ქვეყანამ ცნო და დღეს პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაეროს წევრი 148 ქვეყანა (საფრანგეთის ჩათვლით) აღიარებს.
გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 45 იმ ქვეყანას შორის, რომლების არ ცნობენ პალესტინას, არიან აშშ, კანადა, მექსიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, კორეა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტებიდან. აგრეთვე არ ცნობს პალესტინას დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ფინეთი, შვეიცარია, დანია, ავსტრია, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა.