ტრამპის გამარჯვებამ ხელი შეუწყო ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა, მაიკ უოლციმ განაცხადა.

უოლცის თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წყალობით, ყველა მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდება.

"მისმა ხმამაღალმა გამარჯვებამ მკაფიო სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს, რომ ქაოსი დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ვხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს ახლო აღმოსავლეთში დეესკალაციისკენ", – განაცხადა მაიკ უოლცმა.