აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი X-ზე ახალ პოზიციაზე მის არჩევას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამერიკა გაბედულ ლიდერობას იმსახურებს და ტრამპი "ამას შეასრულებს".
"ამერიკას მოკავშირეები ახლოს ეყოლება, ჩვენ არ შეგვეშინდება მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, და ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ტექნოლოგიებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიძლიერეს შეუნარჩუნებს. ამერიკის ყველაზე დიდებული სიძლიერე მისი აყვავებული ეკონომიკა და ენერგოდომინირებაა, და ეს ინსტრუმენტები ჩვენ ომს აგვარიდებს თავიდან და მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ლიდერები ძლიერების პოზიციიდან ვიყოთ". - წერს უოლცი.