მაიამი-ბიჩში, „მომავლის ინვესტიციების“ ინიციატივის სამდღიან ფორუმზე, რომელიც საუდის არაბეთის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული, გლობალური მასშტაბის ბიზნესლიდერების, პოლიტიკოსების და ინვესტორების წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დამსწრეებს მისთვის ნებისმიერი კითხვის დასმისკენ მოუწოდა.
მე რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მთხოვეს. განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც სურთ, რომ მათ შერჩეული კითხვები დაუსვან, მე არ ვითხოვ კითხვების წინასწარ შემოწმებას. შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დამისვათ. შეგიძლიათ სექსზე მკითხოთ, შეგიძლიათ დასვათ რა კითხვაც არ უნდა იყოს. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გიპასუხოთ. ასე რომ, გსურთ ამის გაკეთება? - მიმართა ტრამპმა დამსწრე საზოგადოებას. თუმცა, ფორუმზე დამსწრეებს შორის ტრამპისგან სექსზე საუბრის მოსმენის მსურველი არავინ აღმოჩნდა.




