რუსეთმა საქართველო ომის შიშის ინსტრუმენტალიზაციით საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სიამაყით ვაცხადებ, რომ მოლდოვამ, მთელი საზოგადოების ძალისხმევით, ამ ორწლიან თავდასხმას წინააღმდეგობა გაუწია. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიისადმი.
მაგრამ სინანულით ვუყურებ საქართველოს, სადაც ქართველი ხალხის სიმამაცის მიუხედავად, რომელიც განაგრძობს დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების დაცვას, რუსეთმა საქართველო, ომის შიშის ინსტრუმენტალიზაციით - გზავნილით, რომ არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაჯდებოდა, საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა", - განაცხადა სანდუმ.







