უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით იერიშების შედეგად, რუსული კომპანია Lukoil-ის უმსხვილესმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა ტექნოლოგიური პროცესები და საწვავის წარმოება დროებით შეაჩერეს.

თავდასხმებმა ძირითადი საწარმოო ხაზები და პირველადი გადამუშავების დანადგარები დააზიანა. საგანგებო სიტუაციების სამსახურები ადგილზე მუშაობენ, ხოლო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ზუსტი ვადები ამ დროისთვის უცნობია.

წარმოების შეჩერებამ რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის მიწოდებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. Lukoil-მა უკვე შეზღუდა ბენზინისა და დიზელის მიწოდება საექსპორტო და შიდა მიმართულებებით, რამაც, შესაძლოა, საწვავის დეფიციტი და ფასების მატება გამოიწვიოს.

აღნიშნული ინციდენტი უკრაინული მხარის მიერ რუსულ ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი მიზანმიმართული იერიშების სერიის ნაწილია, რომელთა მიზანიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფინანსური და ეკონომიკური რესურსების შესუსტებაა.