ბელარუსის ლიდერმა ალქსანდრ ლუკაშნკომ ქვეყნის მოქალაქეებს დრონების შეძენა, შენახვა, გაყიდვა, წარმოება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალა. შესაბამის განკარგულებას სახელწოდებით "სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების სახელმწიფო რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის შესახებ" ლუკაშენკომ 25 სექტემბერს მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო დრონების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტისგან ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ. თეორიულად, ასეთი ნებართვის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავებს ექსკლუზიურად, "სამეწარმეო და პროფესიული საქმიანობისთვის" იყენებენ.

განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის მცხოვრებლებს აქვთ 6 თვე იმისთვის, რომ გაყიდონ თავიანთი უპილოტო თვითმფრინავები ან გადასცენ ისინი შესანახად "მთავრობის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციას". თუ რა სახის ორგანიზაციაა ეს, დოკუმენტში არ არის მითითებული.