ლოს-ანჯელესში, ტყის ხანძრების შედეგად, 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. 

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება.

შერიფმა ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ 20-მდე მაროდიორი დააკავეს. "სამწუხაროდ, მოველი,  რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ არ შევეგუებით ამგვარ ქცევას", - განაცხადა მან.

ევაკუაციის განკარგულება გაცემულია 180 000-მდე ადამიანისთვის, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.

სახანძრო სამსახურებმა ნაწილობრივ მხოლოდ ორი ხანძრის კერის ლოკალიზება შეძლეს.

სტიქია უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და ძვირად ღირებული ხანძარი აშშ-ის ისტორიაში.