ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რაიონში საინფორმაციო ტელეკომპანია NBC News-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შედეგად დაიღუპა მინიმუმ სამი ადამიანი. სახანძრო სამსახურის მონაცემებით, დაღუპულთაგან მინიმუმ ერთი კატასტროფის მომენტში მიწაზე იმყოფებოდა. კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

ტელეკომპანია NBC Los Angeles-მა დაადასტურა, რომ ვერტმფრენი მას ეკუთვნოდა. კატასტროფა პირდაპირ ეთერში მოხდა.

კატასტროფის მომენტში საჰაერო ხომალდი გამოიყენებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის გასაშუქებლად, რომელშიც მსუბუქი ავტომობილი და საზოგადოებრივი ავტობუსი მონაწილეობდნენ. ამ ავარიის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე საინფორმაციო ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ავარიას ვერტმფრენებიდან აშუქებდა.

კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, რომელიც კალიფორნიის მეგაპოლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რაიონში მოხდა, ტელეკომპანიის ოფისში ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. ავარიის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 50-ზე მეტი მეხანძრე გაგზავნეს.