აღვკვეთეთ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები, მათ შორის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დაგეგმილი თავდასხმების სამიზნეებს შორის იყო ბაქო-ჯეიჰანის სტრატეგიული მილსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, მთიელი ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და „აშქენაზის” სინაგოგა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი გაანეიტრალა და სხვა პირებისთვის გადაცემა აღკვეთა.