ლიტვის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, Yandex. Taxi-ს მომსახურებით არ ისარგებლონ. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სერვისი კონფიდენციალური მონაცემების ხელმისაწვდომობას, აგრეთვე მოწყობილობის ფუნქციების გამოყენების ნებართვას მოითხოვს: კამერისა და მიკროფონის გააქტიურების უნარი, კონტაქტების სიის გამოყენება, ზარის მართვა და SMS სერვისი, მოწყობილობის ადგილმდებარეობა (GPS) და სხვა.
„Yandeks. ტაქსის ამ მოთხოვნებმა შესაძლოა შექმნას პირობები იმისთვის, რომ მათ ამა თუ იმ პირთა შესახებ პირადი მონაცემები უკანონოდ მოიპოვონ, ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევა," - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის მონაცემები ორგანიზაციის სერვერზე ინახება, რომლის შტაბბინა მოსკოვში მდებარეობს.
Yandeks.
ტაქსის კომპანიის პრესსამსახურში RBC-ს განუცხადეს, რომ მონაცემები ევროკავშირის კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.
„ჩვენ ღია და მზად ვართ შემოწმებისთვის. ჩვენს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა“,-აცხადებენ პრესსამსახურში.