ლიეტუვის საგარეო უწყება საქართველოს მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "180 დღის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ იდგა ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის".

"ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს! 180 დღის განმავლობაში თქვენ მტკიცედ იდექით ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის. თქვენი ხმა ისმის და ის შთააგონებს ყველას, ვისაც სწამს თავისუფლებისა და ერთიანობის ძალის. დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო!", - ნათქვამია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.