ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის მედია ავრცელებს.
ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი თანამდებობიდან გათავისუფლება გასულ ხუთშაბათს რეზეკნეში ნავთობის რეზერვუარის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნას მოჰყვა.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ კვირას თავდაცვის მინისტრის გადადგომა მოითხოვა.
„თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა დაკარგა ჩემი და საზოგადოების ნდობა. „ლატგალიაში დრონების ინციდენტები ჩემთვის და საზოგადოებისთვის ბოლო წვეთი იყო. - თქვა მან ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პანორამისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცოტა ხნით ადრე პრუდსის პრესკონფერენციამდე, სადაც ამ უკანასკნელმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
მოვლენების ასე განვითარებამდე ლატვიელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ლატვიის საჰაერო სივრცეში შემოჭრილი დრონები არ ჩამოაგდეს, რადგან ჩათვალეს, რომ ეს სახიფათო იქნებოდა. თუმცა, სპრუდსმა განაცხადა, რომ „დრონები აუცილებლად უნდა ჩამოეგდოთ“ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უმოქმედობის გამო გარკვეული პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.
„დრონის ინციდენტმა ნათლად აჩვენა, რომ თავდაცვის ინდუსტრიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეასრულა დაპირება, უზრუნველყოფილიყო უსაფრთხო ცა ჩვენი ქვეყნის თავზე. საზოგადოებამ ინდუსტრიას ანდო ისტორიაში ყველაზე დიდი დაფინანსება - მშპ-ს თითქმის 5%. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს თვალსაჩინო შედეგებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა:
მე ვთვლი, რომ ამ სექტორს ახლებური, პროფესიონალური მიდგომა სჭირდება. მე პოლკოვნიკი რაივის მელნის თავდაცვის მინისტრის პოსტი შევთავაზე ის ამ შეთავაზებას დათანხმდა. მისი წინა გამოცდილება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში, ლონდონში სამხედრო განათლება და უკრაინაში ამჟამინდელი მუშაობა იმედს გვაძლევს, რომ ეროვნული თავდაცვის მართვა კომპეტენტურად, მიზანმიმართულად და საარჩევნო რიტორიკის გამორიცხვით განხორციელდება. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება პოლიტიკაზე მაღლა დგას.
პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებიდან მცირე ხანში მოულოდნელად მოწვეული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზედაც თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, გადადგომის შესახებ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით ეროვნული შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ კამპანიაში ჩათრევისგან დაიცვა.




