ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიური სააგენტოები ავრცელებენ.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რამაც მთელი მთავრობის გადადგომა გამოიწვია. მთავრობა ფაქტობრივად ოთხშაბათს დაეცა, როდესაც მისმა კოალიციურმა პარტნიორებმა „პროგრესული“პარტიიდან განაცხადეს, რომ აღარ უჭერენ მხარს სილინიას და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს.
მთავრობა თანამდებობაზე ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე დარჩება.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ შეტყობინება მიიღო და მთავრობის სწრაფი ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს სეიმის ფრაქციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების დროს იქნება მიღებული.
„ჩემი მიზანი ნათელი იყო - ქვეყნის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა და უსაფრთხოება, რათა ჩვენმა შვილებმა დააფასონ თავიანთი სახლი, თავიანთი ქვეყანა, ლატვია! პარტიები და კოალიციები იცვლება, მაგრამ ლატვია რჩება, ხალხი აქ რჩება“, - განაცხადა სილინიამ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში.
„პოლიტიკური შური და ვიწრო პარტიული ინტერესები პასუხისმგებლობას სჭარბობდა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ძლიერი კანდიდატის <პოლკოვნიკი რაივის მელნისი, რომელიც სილინამ პროგრესული პარტიიდან გადამდგარი მინისტრის, ანდრის სპრუდისის შემცვლელად წარადგინა> დანახვისას, პოლიტიკოსებმა კრიზისი აირჩიეს - სამთავრობო კრიზისი“, - თქვა ევიკა სილინიამ და დასძინა:
„მე მივდივარ, მაგრამ არ ვნებდები და არ ვტოვებ საქმეს. დაპირება, მიცემული ლატვიელი ხალხისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთან ერთადაც ვიცავდით ევროპულ ღირებულებებს, ძალაში რჩება და მე და „ახალი ერთობა“ (მემარჯვენე-ცენტრისტუილი პარტია, რომლის თავმჯდომარს ევიკა სილინიაა - „აიპრესი“) გავაგრძელებთ მასზე მუშაობას“.
მედიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა („ახალი ერთობა“) განაცხადა, რომ სილინია გადადგომას არ გეგმავდა და „სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ დღერს, სეიმში ოპოზიცია მისთვის უნდობლობის ვუტუმის გამოცხადებას გეგმავდა.
სილინიამ გადადგომის შესახებ მედიას აცნობა ბრიფინგზე, რომელიც ჟურნალისტების კითხვებისთვის არ იყო განკუთვნილი. სილინასთვის კითხვების დასმის თავიდან ასაცილებლად, პრესკონფერენციის დარბაზის კარი დაცვის მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიის ფოტოგრაფმა გადაკეტა.




