ბოლოდროინდელი კვლევები ამტკიცებს, რომ ბიო-პროდუქტების გამოყენება სიმსივნის განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფრანგი მკვლევარები ამას 100%-ით ადასტურებენ.
ხილი და ბოსტნეული პესტიციდების გარეშე, ქათმის ხორცი - კი უანტიბიოტიკებო - ეს გახლავთ მთავარი. არის თუ არა ბიო-პროდუქტი ერთ-ერთი მთავარი გასაღები კიბოს თავიდან ასაცილებლად? მკვლევარების თქმით, ადამიანები, რომელთა კვების რაციონში ნახევარი ბიოპროდუქტია, 25%-ით ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით. განსაკუთრებით თვალშისაცემია მენოპაუზის შემდგომ სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადებულთა პროცენტულობა, დაახლოებით 35%-მდეა შემცირებული რისკი, სისხლის კიბოს შემთხვევაში კი 76%-ით. უნდა ითქვას, რომ ამ კვლევების შედეგების შემდეგ, ბიო-პროდუქტზე მოხმარება საფრანგეთში ძალიან გაიზარდა. როგორც მკვლევარი ემანუელ გეს გუიო ამბობს, ორგანულ პროდუქტებში პეტიციდების შემცველობა ძალიან დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები რისკია სიმსივნით დაავადების. მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნიდა, ბიო-პროდუქტის მოხმარების ხვედრითი წილი 4,4%-ია საფრანგეთში, თუმცა ბაზარი ამ მიმართულებით აშკარად ვითარდება.