უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, საკმარისი მხარდაჭერით უკრაინას რუსული აგრესიის დამარცხება და ევროპისთვის ცუდი სცენარის თავიდან აცილება შეუძლია. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

კულებამ ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ საექსპორტო კონტრაქტები გააუქმონ, ყველა არსებული ევროპული წარმოება უკრაინის ფრონტისკენ და ევროპის თავდაცვის საჭიროებებისკენ მიმართონ.

„ყველა საარტილერიო ჭურვი, რომელიც ამჟამად ევროპაში იწარმოება, ევროპის დაცვას უნდა მოხმარდეს. ჩვენ ეს წესად უნდა მივიღოთ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.