კრემლში ეჭვი შეიტანეს „სიენენის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰყვება, როგორ ემუქრებოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, რომ „მოსკოვს დაბომბავდა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვიმა გააკეთა.
„თქვენ მთხოვთ, დავადასტურო, ნამდვილად წარმოთქვა თუ არა ტრამპმა სიტყვა ამერიკაში, როგორც ამბობენ, 2024 წელს, თავის დონორებთან შეხვედრისას. სულ მცირე, ეს არაკორექტულია. რომც მინდოდეს, მე არ შემიძლია, ეს დავადასტურო ან უარვყო, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ტრამპის 2024 წლის სიტყვებზე ამერიკაში, მე კი რუსეთში ვმუშაობ. არის თუ არა ეს ყალბი, ჩვენ არ ვიცით. ბოლო დროს ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება“, – განაცხადა პესკოვმა.
„სიენენი“ ავრცელებს აუდიოჩანაწერის შინაარსს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის დონორებთან დონალდ ტრამპის გასული წლის შეხვედრას ეხება. ჩანაწერის მიხედვით, დონალდ ტრამპი ჰყვება, როგორ დაემუქრა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მკაცრი პასუხით რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს, თუ ისინი უკრაინასა და ტაივანში შეჭრას გადაწყვეტდნენ.
თარგმანი: პირველი არხი