ამის შესახებ დღეს, 18 აპრილს, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტა 18 მარტს გამოაცხადა ვლადიმირ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ. განვლილი თვის განმავლობაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს მუდმივად ადანაშაულებდნენ მორატორიუმის არაერთგზის დარღვევაში.
„თვე მართლაც გავიდა", - განაცხადა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე „ფრანს-პრესის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად და დასძინა, რომ ამ დროისთვის, უმაღლესი მთავარსარდლისგან, პრეზიდენტ პუტინისგან, სხვა მითითებები არ მიუღიათ.
პესკოვის თქმით, რუსეთი გაცვლის ინფორმაციას აშშ-სთან, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას.