შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენმა, ანა პაულინა ლუნამ, მისი მისამართით ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ გაჟღერებულ მწვავე კრიტიკას არანაკლებ მწვავედ უპასუხა.
„როდესაც სამხედრო სამსახურში ვიყავი, გვაფრთხილებდნენ ისეთი ადამიანების შესახებ როგორიც რესპუბლიკელი ჯო უილსონის მსგავსი ადამიანების შესახებ: „მოხუცები ლაყბობენ, ახალგაზრდები კი იღუპებიან“. ჯო უილსონი უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც კონგრესშია და, როგორც ჩანს, ის კონგრესის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მოგზაურობაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე საკუთარ ოლქში.
რამდენჯერმე მან ჩემთან ფოტოების გადაღებაც ითხოვა, რაც ძალიან უცნაურია იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აკრიტიკებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჯო, ალბათ, უნდა შეწყვიტო პიჯაკის ლაცკანზე უცხო ქვეყნის დროშის სამკერდე ნიშნის დამაგრება და დაიწყო ამერიკელივით მოქცევა. დარწმუნებული ვარ, შენი ამომრჩეველი არ დააფასებს“, - დაწერა X-ზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ფლორიდის შტატიდან, ანა პაულინა ლუნამ.
When I was in the military, they warned us about people like @RepJoeWilson: “old men talking while young men die.” Joe Wilson has been in Congress for decades and seems to spend more time traveling on CODELs than in his own district.
— Rep. Anna Paulina Luna (@RepLuna) March 29, 2026
On a few occasions, he’s even asked to take…
მასზე 42 წლით უფროს და ამავე დროს, მისებრ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულ თანაპარტიელის მიმართ მწვავე გამონათქვამები ჯო უილსონის მიერ ანა პაულინა მისამართით გაჟღერებულ მძაფრ კრიტიკას მოჰყვა.
ხუთშაბათს, ანა პაულინა ლუნამ, რომელიც უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგში შუამავლის როლს ასრულებს, მის მიწვევით ვაშინგტონში მყოფ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, იაპონიის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებული რუსი ჩინოვნიკების დელეგაციას, იმ მომენტში ადგილზე არმყოფ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონის კაბინეტში, სამ რესპუბლიკელთან და ერთ დემოკრატთან ერთად უმასპინძლა, რასაც სხვა რესპუბლიკელების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სამხრეთ კაროლინის შტატიდან, ჯო უილსონმა, გამოცემა „The Hill“-ს განუცხადა, რომ დუმის წევრებთან შეხვედრას „მესამე რაიხის სტუმრების ვიზიტის“ ტოლფასია,
„სამხედრო დამნაშავე პუტინის რეჟიმის წევრები, ამერიკული ცხოვრების წესის თვითგამოცხადებული მტრები და საშინელ მასობრივი მკვლელობებში დამნაშავეები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ მიღებულნი ფართოდ გაშლილი მკლავებით“, - განაცხადა ჯო უილსონმა.
„მე მას პირადად არ ვიცნობ“, - თქვა მან ლუნაზე. „უბრალოდ არ ვეთანხმები, რომ პუტინის რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობით ირანის მიზნის - სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს - ტრანსფორმირებაა შესაძლებელი“.
შეერთებულ შტატებში ანა პაულინა ლუნას მიწვევით იმყოფებოდნენ: სვეტლანა ჟუროვა - დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარტია „ედინაია როსიას“ პოლიტიკური საბჭოს წევრი; ბორის ჩერნიშოვი - დუმის თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე; მიხაილ დელიაგინი - დუმის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „სპრავედლივაია როსიას“ ფრაქციის თავმჯდომარე; ვლადიმირ ისაკოვი - დუმის ახალგაზრდული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის კომუნისტური პარტიის მდივანი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა იოსებ სტალინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირის და საბჭოთა მთავრობისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილი, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიაჩესლავ ნიკონოვი.
„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინაში ომის დასასრულებლად“, - განუცხადა ლუნამ The Hill-ს. „ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ კონგრესი მხარს დაუჭერს ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და გაითვალისწინებს პრეზიდენტის შეხედულებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით“.




