კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 710-მდე გაიზარდა, მათ შორის, 149 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს რიცხვი წარმოადგენს დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობას პარასკევის მდგომარეობით.
სიტუაციური ანგარიშის თანახმად, წინა 24 საათის განმავლობაში 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.




