აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, 8 ივნისს კოლუმბიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილით 8:08 საათზე, დედაქალაქ ბოგოტადან დაახლოებით 116 კილომეტრის მანძილზე მოხდა.

გერმანიის გეოლოგიურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის (GFZ) ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო