კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, ასეთ განცხადებას საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს გაგზავნის ყაზახეთში. „ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ კამელევიჩ ტოკაევის მიმართვასთან დაკავშირებით და ეროვნული უსაფრთხოებისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის საფრთხის, მათ შორის გარე ჩარევით გამოწვეულის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად გადაწყვიტა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნა ამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით", - წერს თავის ფეისბუქგვერდზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლ პაშინიანი.