გერმანული გამოცემა „ტაგესშაუს“ ცნობით, გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე კონფერენციის დასასრულს, დელეგატებმა მხოლოდ მინიმალურ კომპრომისს მიაღწიეს. საბოლოო დეკლარაცია არ შეიცავს ნახშირის, ნავთობისა და გაზის თანდათანობითი გაუქმების სავალდებულო გეგმას.
კონფერენციის მუშაობის 19 საათზე მეტით გახანგრძლივების მიუხედავად, დელეგატებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას წიაღისეული საწვავის - ნავთობის, ნახშირის და გაზის - თანდათანობითი გაუქმების სავალდებულო გეგმაზე. ბელემის კონფერენციაში მონაწილე თითქმის 200 ქვეყანა დათანხმდა მხოლოდ ნებაყოფლობით ინიციატივას კლიმატის დაცვის ძალისხმევის დასაჩქარებლად.
საბოლოო დოკუმენტში არ არის ნახსენები წიაღისეული საწვავი.




