ასეთი განცხადება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა „ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს გააკეთა.

კირილო ბუდანოვის თქმით, დაჭრილებს შორის მძიმე მდგომარეობაშია ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე რომანჩუკი, ხოლო შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცეკოვი უგონო მდგომარეობაშია.  

ბუდანოვმა არ დაადასტურა ინფორმაცია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა არ უპასუხა კითხვას, გამოიყენეს თუ არა დასავლური წარმოების რაკეტები შტაბ-ბინაზე თავდასხმისთვის.

ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ის ინფორმაციით, მას დაუდასტურეს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმისთვის უკრაინამ გამოიყენა ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის" ცნობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თარიქ აჰმედმა არ უპასუხა თხოვნას კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციაზე, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა Storm Shadow-ის დახმარებით განხორციელდა.

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, გაერთიანებული სამეფო კი მხარს უჭერს სუვერენულ უკრაინას“, - განაცხადა მან.