გარკვეული პაუზის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავების ფონზე, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი კვლავ განახლდება.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკული კრიზისისგან ყველაზე მეტად ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაზარალდებიან.

„გონიერი ქვეყნები რუსეთს ნებისმიერი დივერსიფიცირებული ენერგეტიკული სტრუქტურის შეუცვლელ და საიმედო ენერგომომწოდებლად მიიჩნევენ. იდეოლოგიური მოსაზრებებით ყველაზე მეტად ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაზარალდებიან“, – წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.