აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ არ არსებობს მინიშნება, რომ აშშ-ის თავზე ჩამოგდებული მფრინავი ობიექტები ჩინეთის სადაზვერვო პროგრამის ნაწილია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საბოლოოდ ვერ ვიტყვით, ნამსხვრევების ანალიზის გარეშე, რა იყო ეს ობიექტები, ამ ეტაპზე არ გვინახავს რაიმე მინიშნება, რაც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ ეს სამი ობიექტი ჩინეთის სადაზვერვო პროგრამის ნაწილი იყო, ან რომ ეს ობიექტები გამოიყენებოდა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების მიზნით“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

12 თებერვალს, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კანადის თავზე კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს გასულ კვირაში ჩრდილოეთ ამერიკის თავზე ჩამოგდებული მესამე მფრინავი ობიექტი იყო. 5 თებერვალს, ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, 11 თებერვალს კი ამერიკელმა სამხედროებმა ალასკას შტატის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, რომელიც, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, წარმოადგენდა გონივრულ საფრთხეს სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის.