დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 2 თებერვალს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უმასპინძლებს.
„როიტერის“ ცნობით, აუდიენცია ჩეკერსის რეზიდენციაში შედგება.
ორი ლიდერის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები იქნება.
შეგახსენებთ, 23 თებერვალში გერმანიაში არჩევნები გაიმართება. INSA-ს მიერ 25 იანვარს გამოქვეყნებული უახლესი გამოკითხვის მიხედვით, შოლცის პარტია, სავარაუდოდ, მესამე ადგილს დაიკავებს.
თარგმანი: პირველი არხი