კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. იერიშის შედეგად დაზიანდა ჩრდილოეთის ხიდი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა, რამაც საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი და არასაცხოვრებელი შენობა დააზიანა.

„აფეთქების ტალღამ კიდევ სამ ხუთსართულიან შენობაში ფანჯრები ჩაამსხვრია. ერთი ადამიანი დაშავდა. ასევე დაინგრა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიანი შენობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 წლის ბავშვი. ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, კიევისა და ჟიტომირის რეგიონებში ელექტროსადგურების დაზიანებამ დედაქალაქის ელექტრომომარაგების მხრივ უკიდურესად რთული სიტუაცია შექმნა და, შესაბამისად, ქალაქის გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების მუშაობასთან დაკავშირებით.