ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი პირველად გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რესტავრირებული ტაძრის გახსნას დაესწრო საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მან მიმართა ყველა იმ პირს, ვინც ტაძრის აღდგენაში მიიღო მონაწილეობა.

„2019 წლის ხანძარი ჩვენი ეროვნული ტრავმა იყო. თქვენი შრომა და ზრუნვა ტაძრისთვის წამალი გახდა. თქვენ ხელახლა შექმენით ხელოვნება ფერფლისგან“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ტაძრის საზეიმო გახსნა 7 დეკემბერს გაიმართება. ამის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჩვეულებისამებრ დაიწყებს ტურისტებისა და მრევლის მიღებას.

2019 წლის 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ.