ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის თქმით, მას არ სჯერა, რომ აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. 

"არაპირდაპირი მოლაპარაკებები მის დროსაც იყო, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ახლაც შედეგი არ იქნება" – ამბობს ხამენეი. 

ირანის ლიდერმა ასევე "მიუღებელი" უწოდა აშშ-ს მიერ ირანის მიმართ მოწოდებებს, რომ სრულად შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა. 

"არავინ ელოდება ამა თუ იმ მხარის ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა აქვს და საკუთარ გზას მიუყვება" – თქვა ხამენეიმ.