ისრაელი და აშშ ირანისგან გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 1979 წლის რევოლუციის 45-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სტუდენტებთან განაცხადა.
„მტრები, იქნება ეს სიონისტური რეჟიმი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, უსათუოდ მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმის გამო, რასაც ირანის, ირანელი ხალხისა და წინააღმდეგობის ფრონტის მიმართ აკეთებენ“, – აღნიშნა ხამენეიმ.