"კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში "ტაროს" სახელითაა ცნობილი, ესპანეთის ციხიდან, ფულის გათეთრებისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული "პრაიმ კრაიმი" ავრცელებს.
გაზეთის თანახმად, 63 წლის ავტორიტეტმა სასწრაფოდ დატოვა ქვეყანა გაურკვეველი მიმართულებით. 2020 წლის გაზაფხულზე ესპანეთის სასამართლომ "ტაროს" ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 36 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ესპანეთში ფულის გათეთრების მიზნით შექმნილი კრიმინალური ჯგუფის წევრობაში. რუსეთმა ონიანის ექსტრადირება მოახდინა 2019 წლის ოქტომბერში. "ტარომ" მოიხადა 9 წელი და 10 თვე გამოძალვისა და გატაცების გამო. 2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა ხელი მოაწერა ბრძანებას კრიმინალური ავტორიტეტის რუსეთიდან გაძევების შესახებ. სვანეთში მცხოვრები ტარიელ ონიანი არის ქუთაისის კლანის ლიდერი და ქურდულ სამყაროში ლიდერობის მთავარი პრეტენდენტი.