რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ინფორმაცია აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გაავრცელა. მათი მონაცემებით, ბიძგების სიღრმე 39.5 კმ იყო.
გერმანიის კვლევითმა ცენტრმა მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდად შეაფასა, ხოლო სიღრმე – 10 კმ.
წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა თავდაპირველად ცუნამის საშიშროება დააფიქსირა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ საფრთხე აღარ არსებობს. იაპონიაში, რომელიც კამჩატკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, მეტეოროლოგიურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გამოცხადებულა.
წყარო: REUTERS