დღეს, 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა "ევროსკოპს" განუცხადა, რომ "ტარგეტირებული სანქციებისთვის" სიას წარადგენს და მათ შორის ორი მოსამართლეა.
"წარვადგენ სიას "ტარგეტირებული სანქციებისთვის" მათ შორის ორი მოსამართლეა. ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა, ვეცდებით მივაღწიოთ კონსენსუსს ამ საკითზე. ქართულ ოცნებას გავუგზავნით წერილს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია და ამისთვის კონკრეტული ვადაა მითითებული", - განაცხადა კალასმა.