გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქი დობროპილია დაბომბა, რასაც, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
"უკრაინას რუსული რაკეტები დაუნდობლად ეცემა, რაც უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას იწვევს.
პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა - წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის უმაღლეს ფასს."- წერს X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.