ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 8 თებერვლიდან სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი პლატფორმა X-ზე წერს.

"რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად.

ეს არის თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვება", - ამბობს კალასი.