სამწუხაროდ, კაია კალასი დემოკრატიის უკუსვლის გზას ადგას. მაშინ, როცა ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, თავად დემოკრატიის საფუძველს უგულვებელჰყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კაია კალასს სიმართლეზე პრეტენზია ვერ ექნება მაშინ, როცა ერთმანეთისგან მიჯნავს ქართულ საზოგადოებას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არჩეულ ხელისუფლებას.
„ეს პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობაა დემოკრატიის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, კაია კალასი დემოკრატიის უკუსვლის გზას ადგას. მაშინ, როცა ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, თავად დემოკრატიის საფუძველს უგულვებელჰყოფს. სამწუხაროდ, არარჩეული ბიუროკრატია ევროპელ ხალხს და ევროპულ სახელმწიფოებს არ წარმოადგენს, მათი განცხადებები ნაკლებადყურადსაღებია. ერთ-ერთი ევროკომისარი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობას პატივი არ უნდა სცენ და გზებს ეძებენ, რომ ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ. ეს არის დემოკრატიის უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც სამწუხაროა, რის გამოც ვამბობთ, რომ ევროპა ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.










