კაია კალასს ვურჩევდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გაეცნოს, როგორ არასწორი მიმართულებით ვითარდება ევრობიუროკრატია და ევროკავშირი. ამას მიაქციონ ყურადღება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, „ეკონომიკური პარამეტრებიდან დაწყებული, პოლიტიკური სიტუაციებით დასრულებული, ევროპაში ყველაფერი უკან-უკან მიდის“.
„იქნებ, თავის თავში მოძებნონ, რა ხდება მათ თავს. ჩვენ ისევ ვეუბნებით, რომ კაია კალასის ნარატივებით ჩვენს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ. უნდათ, საუბარი, მზად ვართ. უნდათ ჩვენი ბრძანებლობა? ამისთვის მზად არ ვართ“, – განაცხადა თენგიზ შარამანაშვილმა.








