პარასკევს, 3 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი პაკეტი. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 2 მარტს, ბრიფინგზე განაცხადა.

"ხვალ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების მორიგ პაკეტს გამოაცხადებს," - თქვა მან.

კირბიმ არ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის სამხედრო დახმარება გამოიყოფა უკრაინისთვის. მან პირობა დადო, რომ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მისი თქმით, ახალ პაკეტში ძირითადად შედის საბრძოლო მასალა შეიარაღებისთვის, რომელსაც უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ, როგორიცაა HIMARS-ის სარაკეტო სისტემები და არტილერია.

პენტაგონის ცნობით, 2023 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 30.4 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის დასახმარებლად. კერძოდ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან 2023 წლის 20 თებერვლამდე, ვაშინგტონმა უკრაინას 29.8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუგზავნა, 24 თებერვალს კი ამერიკამ კიდევ 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა.