პრეზიდენტმა ბაიდენმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მილიარდერი ჯორჯ სოროსი, ფეხბურთელი ლიონელ მესი, დიზაინერი რალფ ლორენი, მსახიობი დენზელ ვაშინგტონი, U2-ს ფრონტმენი ბონო, ვოგის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, კალათბურთელი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა — მედალი 19-მა ადამიანმა მიიღო.

თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი ერის უმაღლესი სამოქალაქო პატივია.

თეთრი სახლის ცნობით, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი "გადაეცემათ პირებს, რომლებმაც სამაგალითო წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების კეთილდღეობის, ღირებულებების ან უსაფრთხოების, მსოფლიო მშვიდობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, საჯარო თუ კერძო მცდელობებისთვის".