რომში, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, 16 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაცვლილი ჯინა ლოლობრიჯიდას ანდერძი გაასაჯაროვეს

ჯინა ლოლობრიჯიდას ანდერძის თანახმად, მისი ქონების ნახევარს, როგორც ამას კანონი მოითხოვს, მისი შვილი ანდრეა მილკო სკოფიჩი მიიღებს, ნახევარს კი ფაქტოტუმი ანდრეა პიაცოლა.

ჯინა ლოლობრიჯიდას ყოფილი მეუღლე, რომელზედაც იგი 2010 წელს გათხოვდა და რომელთან ქორწინებაც სასამართლომ 2019 წელს ბათილად ცნო, ანდერძში ნახსენები არაა.

1987 წელს დაბადებულმა ანდრეა პიაცოლა ჯინა ლოლობრიჯიდამ 2009 წელს გაიცნო და მძღოლად აიყვანა. მალე ანდრეა მისი პირადი ასისტენტი, შემდეგ კი მენეჯერი გახდა. მან კონტროლი მოიპოვა კომპანიაზე  Vissi D'arte, რომელსაც მსახიობმა ანდო თავისი ქონება.

2014 წლიდან კინოვარსკვლავის ახლობლები პიაცოლას ადანაშაულებენ ჯინას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. პროკურორის თქმით, მან ქალის „ფსიქიკური მდგომარეობა გამოიყენა. ანდრეა ყველა ბრალდებას უარყოფს, სასამართლო კი ჯერ კიდევ გრძელდება.

„მე არ ავიღებ არც ერთ ცენტს", - განაცხადა ლოლობრიჯიდას ყოფილმა მდივანმა და ფაქტოტუმმა, ანდრეა პიაცოლამ La vita-ს პირდაპირ ეთერში და იმედი გამოთქვა, რომ  მსახიობის ვაჟი, მილკო სკოფიჩი, იგივეს გააკეთებს.

ანდრეა პიაცოლამ თქვა, რომ მას პირადად არაფერი არ უნდა და  მისთვის მთავარი იმ საქმეების გაგრძელება იქნება, რასაც ჯინა აკეთებდა და რისი გაკეთების სურვილი ჰქონდა მაგრამ ვერ მოასწრო. მან აღნისნა, რომ 2018 წელს შეიქმნა ჯინა ლოლობრიჯიდას საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანიც მისი იმიჯის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება და მისი ხელოვნების ნიმუშების წარმოჩენაა. უფრო ადრე პიაცოლამ განაცხადა, რომ ჯინას აფრიკელი ბავშვების დახმარება სურდა. 

ხანგრძლივი ინტერვიუს დროს ანდრეა პიაცოლამ ჯინა ლოლობრიჯიდას ბოლო დღეები გაიხსენა.

ჯინას თირკმელები დაებლოკა, მე განგაში ავტეხე და მაშინვე ყველას დავურეკე, მაგრამ მითხრეს, რომ ვეღარ დამეხმარებიან. მე არ შევწყვიტე მცდელობა და  პროფესორთან სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაციაზე შევთანხმდით. მე მისთვის ჩემი თირკმლის ჩუქების სურვილი მქონდა.

„თირკმელს კი არა, ჩემ წლებს მივცემდი, ყველაფერს მივცემდი, მხოლოდ მის სანახავად"- თქვა პირდაპირ ეთერში ანდრეა პიაცოლამ.