ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში აშშ–ის მიერ ახალი სანქციების დაწესების ფაქტს ეხმიანება.

"მოხარული ვარ, რომ ვხედავ, ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება ძალადობისა და შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ ", - წერს ჯიმ რიში სოციალურ ქსელში.