ტაბლოიდ TMZ-ის ცნობით, ყოფილი პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ყოფილ ქმარს, უილიამ სტივენსონს, ცოლის, ლინდას მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.  

77 წლის უილიამ სტივენსონი ორშაბათს, დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონში დააკავეს და პირველი ხარისხის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ამჟამად მას 500 000 დოლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული.

გასული წლის 28 დეკემბერს ნიუ-კასლის ოლქის პოლიციამ ოჯახური კონფლიქტის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა და ლინდა სტივენსონი მისაღებ ოთახში უგონო მდგომარეობაში დაახლოებით 23:15 საათზე იპოვეს. პოლიციის მიერ გაწეულ პირველად დახმარებას უშედეგო აღმოჩნდა და 64 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

911-ზე უილიამ სტივენსონმა დარეკა. როგორც ამბობენ, მან პოლიციასთან ითანამშრომლა ადგილზე მისვლისას.

ჯილ ბაიდენი სტივენსონზე 1970 წელს დაქორწინდა. 1975 წელს ჯილი და უილიამსი განქორწინდნენ. ჯილ და ჯო ბაიდენები ქორწინებაში 1977 წლიდან არიან.